სალომე ზურაბიშვილი - ანტირუსულ სენტიმენტებს საქართველოში ის აღვივებს, ვინც ჩვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას ახდენს

ანტირუსულ სენტიმენტებს საქართველოში ის აღვივებს, ვინც ჩვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას ახდენს. ძალიან ნათელია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი მხოლოდ რუსეთს მოსწონს.

"ანტირუსულ სენტიმენტებს საქართველოში ის აღვივებს, ვინც ჩვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას ახდენს და სხვა არავინ, ასე რომ, ეს ძალიან ნათელია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთვის, თუ ვინაა მტერი და ვინ არიან პარტნიორები, რომლებიც მხარს უჭერდნენ საქართველოს დემოკრატიზაციას, საქართველოს ინსტიტუტებს, საქართველოს განვითარებას წლების მანძილზე. 

ძალიან გასაკვირია, რომ ამ რუსულ კანონს ამ ბოლო დღეების განმავლობაში მხარი რუსებმა დაუჭირეს, მაშინ როდესაც ყველა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორი ამბობს, რომ ის შეფერხება იქნება ჩვენს ევროპულ გზაზე. ასე რომ, ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან, ძალიან ნათელია.

კომუნიკაცია მაქვს ზოგიერთ ლიდერთან და ვფიქრობ, რომ ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ აქ ვითარება დაძაბულია და ყურადღებას იმსახურებს. ნათელია, რომ უმთავრესი პრიორიტეტი არ ვართ და ეს ძალიან კარგი ნიშანია, არ მინდა, რომ საქართველო უმთავრეს პრიორიტეტში იყოს, ამას სულ სხვა მნიშვნელობა ექნებოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იმ ყურადღებას მივიღებთ, რომელიც საჭიროა, რათა არჩევნებამდე მივიდეთ და ევროპულ მომავალზე კონსოლიდაცია მოვახდინოთ",  - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები