"ველოდებით ერთი საათის განმავლობაში "ქართული ოცნების" პოლიტიკურ განცხადებას, რომ ისინი ხედავენ ქართველი ხალხის პოლიტიკურ ნებას"

პარლამენტის წინ მიმდინარე  აქციის მონაწილეები "ქართულ ოცნებას" "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გასაწვევად ერთ საათიან ვადას აძლევენ.

როგორც აქციის წამყვანმა რატი ამაღლობელმა განაცხადა, 1 საათის განმავლობაში "ქართული ოცნების" პოლიტიკურ განცხადებას ელოდებიან, რომ ისინი ხედავენ ქართველი ხალხის პოლიტიკურ ნებას და ბრუნდებიან საკონსტიტუციო სივრცეში.

"1770 წელს, 17 აპრილს ტოტლებენმა მიატოვა საქართველო აწყურის ციხესთან, 17 აპრილს "ქართულმა ოცნებამ" მიატოვა საქართველო. დაივიწყა კონსტიტუციის 78-ე მუხლი. ვსვამ კითხვას, არის თუ არა ჩვენი მოთხოვნა დღეს, რომ დღესვე გატანილ იქნეს ეს კანონი უკან? დღესვე! გააკეთონ პოლიტიკური განცხადება დღესვე, როგორც მაშინ, 1 წლის წინ, როცა ახალგაზრდების ჩამოვარდნილ თმებზე საუბრობდნენ. ყველა თმა დათვლილია როგორც სახარება გვეუბნება დიახ, თქვენ იმყოფებით ქართველი ხალხის წნეხის ქვეშ. გაიტანეთ ეს რუსული კანონი, გააკეთეთ განცხადება. ვისაც გონება შეგრჩათ, გონება არ არის მარტო კალკულატორი და შემოსავლების თვლა. გონება არის ის, რაც მომავალს ხედავს და წარსულს აფასებს და აწმყოს ადეკვატურად უყურებს. 

ჩვენ ველოდებით 1 საათის განმავლობაში "ქართული ოცნების" პოლიტიკურ განცხადებას, რომ ისინი ხედავენ ქართველი ხალხის პოლიტიკურ ნებას და ბრუნდებიან საკონსტიტუციო სივრცეში, რადგან გასულები არიან უკვე", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

უახლესი ამბები