შსს-ს ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციასთან ადმინისტრაციული წესით ორი ადამიანი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ადმინისტრაციული წესით ორი ადამიანი დააკავეს, მათგან ერთ-ერთისგან ცივი იარაღი ამოიღეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე.

აქციის მიმდინარეობისას პროტესტის გამომხატველთა მხრიდან არაერთხელ განხორციელდა ძალადობრივი ქმედებები. აქციის რამდენიმე მონაწილე არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას გამოეხატათ პროტესტი მშვიდობიან ფორმაში, რის შედეგად ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 2 პირი.

სამართალდამცველებმა ერთ-ერთი დაკავებული პირისგან ცივი იარაღი ამოიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, კიდევ ერთხელ, მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.

თითოეულ არაკანონიერ ქმედებას, დაუყოვნებლივ მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება", - აცხადებენ შსს-ში.