თამარ კორძაია - თქვენ რეალურად, გაუმჭვირვალე, შავი ხვრელი უნდა შექმნათ საქართველოში

ნუ გვაყრით თვალში ნაცარს და ნუ გველაპარაკებით აქ გაუმჭვირვალე ინვესტიციების მოზიდვაზე, რომელმაც შეიძლება ნებისმიერი სახელმწიფოს მძევლად გვაქციოს ხვალ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ამ კანონით  სრულიად ბუნდოვანი დარჩება ვინ ფლობდა რეალურად ოფშორულ ზონაში კომპანიას.

"ნუ გვაყრით თვალში ნაცარს და ნუ გველაპარაკებით აქ გაუმჭვირვალე ინვესტიციების მოზიდვაზე, რომელმაც შეიძლება ნებისმიერი სახელმწიფოს მძევლად გვაქციოს ხვალ. ვისი ფული იქნება ამ ქვეყანაში შენახული, ჯერ არავინ ვიცით და ვერც გავიგებთ. თქვენ რეალურად, გაუმჭვირვალე, შავი ხვრელი უნდა შექმნათ საქართველოში. 

იმ დროს, როდესაც ხმალამოღებული იბრძვით აქ და ამბობთ, რუსულ კანონს როგორ ამბობთ, ხალხს უფლება აქვს იცოდეს, ვინ, რა ფულს ფლობს, ხარჯავს და ასე შემდეგო, იმ ფონზე, როდესაც ოფშორული ზონა ხასიათდება სრული ანონიმურობით, იმ ფონზე, როდესაც დღეს არსებული რეესტრით მხოლოდ მფლობელი არის გამჭვირვალე და მეტი არაფერი, იმ ფონზე, როდესაც ნებისმიერი სუბიექტის დეკლარაციები არის საგადასახადო საიდუმლოება, როდესაც მსოფლიოში სერიოზული პრობლემაა ამ დიდი ფულის ბრუნვასთან და ოფშორული ზონების გაკონტროლების დისკუსია მიდის, რადგან იქიდან წამოსული ფული შეიძლება ხმარდებოდეს რუსულ ინტერესებს, ომის წარმოებას მშვიდობიანი ადამიანების წინაშე, ჩვენ ვიღებთ კანონს, რომლითაც სრულიად ბუნდოვანი დარჩება და არ ექნება საქართველოს მოქალაქეს იმის გადამოწმების შესაძლებლობა, ვინ ფლობდა რეალურად ოფშორულ ზონაში კომპანიას, ვისი ფული დაირეგისტრირა კონკრეტულმა იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირმა", - განაცხადა თამარ კორძაიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები