ირაკლი კობახიძე სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, მაჩიე ჩურას შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხაზი გაესვა EIB-თან, როგორც  წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან, წარმატებულ თანამშრომლობას. განიხილეს საქართველოს ეკონომიკის ზრდისა და მაკროეკონომიკური ტენდენციების პოზიტიური დინამიკა.

"მთავრობის მეთაურმა EIB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა EIB-ის დაფინანსებით განხორციელებული და მიმდინარე საინვესტიციო პროექტების როლს, რომლებიც მიმართულია საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ. ამ კონტექსტში ხაზგასმით აღინიშნა  მიმდინარე აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის პროექტის მნიშვნელობა, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკის  მხარდაჭერით ხორციელდება.

აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს EIB-თან არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას. გამოითქვა იმედი, რომ EIB მომავალშიც განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ქვეყნისთვის პრიორიტეტულ სფეროებში საინვესტიციო პროექტების დაფინანსების მიმართულებით.

საქართველოში ოპერირების დაწყებიდან EIB-მა საინვესტიციო პროექტებში 1.6 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები