დავით ბაქრაძე - ხმა ერისა, ხმა ღვთისა! დამთავრებულია რუსული სიბნელე ამ ქვეყანაში! თქვენ შემოგევლეთ ახალგაზრდებო!

ის, რაც დღეს ხდება, აღარ არის მხოლოდ ახალგაზრდების პროტესტი - თითოეული გამვლელი, თითოეული მძღოლი, რომელიც ახალგაზრდებს ესალმება და მხარს უჭერს, ამ აქციის მონაწილეა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში დეპუტატი დავით ბაქრაძე წერს.

"ამდენი წელია, საპროტესტო აქციებში ვმონაწილეობ და არასდროს, არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ გაუბედია ის, რასაც აკეთებენ ეს ახალგაზრდები - ქალაქში მოძრაობის პარალიზება.

არ გაუბედია, იმიტომ რომ ამას აუცილებლად მოჰყვებოდა ჩხუბი და კონფლიქტი გამვლელებთან და მანქანების მძღოლებთან, რომელთაც ყველას თავის საქმეზე ეჩქარება.

ის, რაც დღეს ხდება, აღარ არის მხოლოდ ახალგაზრდების პროტესტი - თითოეული გამვლელი, თითოეული მძღოლი, რომელიც ახალგაზრდებს ესალმება და მხარს უჭერს, ამ აქციის მონაწილეა.

ხმა ერისა, ხმა ღვთისა! დამთავრებულია რუსული სიბნელე ამ ქვეყანაში!

თქვენ შემოგევლეთ ახალგაზრდებო! 

მადლობა ამ ქვეყნის პატრიოტო მოქალაქეებო, ვინც საკუთარ მანქანებში საცობში დგახართ, მაგრამ თქვენს შვილებს და ჩვენს ქვეყანას მხარს უჭერთ!", - წერს ბაქრაძე.

აქციის მონაწილეები პარლამენტთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც მსვლელობით გადაინაცვლეს იუსტიციის სახლისკენ, შემდეგ გმირთა მოედნისკენ და თსუსთან, საიდანაც მსვლელობით კვლავ საკანონმდებლო ორგანოსთან დაბრუნდნენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები