ირაკლი ღარიბაშვილი - ოპოზიციის მიზანი დესტრუქცია, არეულობა, შფოთვა და ომია

ყველამ კარგად ვიცით, რომ ოპოზიციის გეგმა და მიზანი დესტრუქცია, არეულობა, შფოთვა და ომია, – ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გორში განუცხადა.

"ჩვენი ქვეყნის ინტერესი მათთვის უცხოა. ჩვენი ხალხის ინტერესს ისინი არ ცნობენ. მათგან არანაირ კრიტიკას არ მივიღებ. ვინ შეიძლება, დღეს მესაუბრებოდეს ევროინტეგრაციაზე? ჯალათი როგორ შეიძლება, მესაუბრებოდეს ადამიანის უფლებებზე? პარლამენტში უნდა გაიმართოს დისკუსია, არგუმენტების წარდგენა და განხილვა. ეს არის პარლამენტი – უნდა გაიმართოს დებატები და გაიმარჯვოს საღმა აზრმა. დღეს ქვეყანას მართავს ჩვენი ხელისუფლება. არჩევნები იქნება სულ რაღაც ექვს თვეში, კეთილი ინებონ და მოემზადონ არჩევნებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ვინმე თუ არის შემძლე მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების, ეს ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნებაა".

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები