"ქალები ვირჩევთ ევროპას" - თბილისსა და სხვა ქალაქებში ქალების მარში გაიმართა

"ქალები ვირჩევთ ევროპას" - ამ სლოგანით თბილისსა და სხვა ქალაქებში ქალების მარში გაიმართა.

სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის წარმომადგენლებმა "ქართული ოცნების" მიერ ინიციირებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი გააპროტესტეს.

თბილისში მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო, მარშის მონაწილეები ამ დროისთვის პარლამენტთან იმყოფებიან, სადაც საპროტესტო აქცია საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით დაიწყო.

დღეს ქალთა მარში იმართება ქუთაისში, გორში, მარნეულში, ახმეტაში, ბოლნისში, ბათუმში, ოზურგეთსა და წნორში.

დღესვე, 19:00 საათზე პარლამენტთან ახალგაზრდების მორიგი აქცია გაიმართება.

უახლესი ამბები