ზელენსკი - ამ გადაწყვეტილებამ შეინარჩუნა ისტორიის სწორი კურსი, მადლობა ამერიკა!

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დღეს, 20 აპრილს, უკრაინის დახმარების დაფინანსების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა, ამ გადაწყვეტილებამ შეინარჩუნა ისტორიის სწორი კურსი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"მადლობელი ვარ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის, ორივე მხარის და პირადად სპიკერის მაიკ ჯონსონის გადაწყვეტილებისთვის, რომელიც ინარჩუნებს ისტორიის სწორ კურსს. დემოკრატია და თავისუფლება ყოველთვის იქნება მნიშვნელოვანი მსოფლიოში და არასოდეს დამარცხდება, სანამ ამერიკა მათ დაცვაში დაეხმარება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, დღეს მიღებულ იქნა სასიცოცხლო კანონპროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ომის გაფართოების თავიდან აცილებას, ათასობით და ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას და ასევე, გააძლიერებს უკრაინისა და შეერთებული შტატების ხალხს.

"სამართლიანი მშვიდობა და უსაფრთხოება შეიძლება მიღწეული იქნეს მხოლოდ ძალის წყალობით, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კანონპროექტები იქნება მხარდაჭერილი სენატში და გადაეგზავნება პრეზიდენტს. მადლობა ამერიკა!" - განაცხადა ზელენსკიმ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტი დღეს დაამტკიცა. 

მსგავსი სიახლეები