ბუდანოვი - უკრაინაში უახლოეს მომავალში რთული ვითარება შეიქმნება, მაგრამ არმაგედონი არ იქნება

უკრაინას მაისის შუა რიცხვებიდან ივნისის დასაწყისამდე საკმაოდ მძიმე ვითარება ელის, თუმცა ეს არ იქნება კატასტროფული, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

"ჩვენი შეფასებით საკმაოდ მძიმე ვითარება გველოდება, მაგრამ ეს არ არის კატასტროფული. არმაგედონი არ მოხდება, როგორც ახლა ბევრი იწყებს საუბარს, მაგრამ მაისის შუა რიცხვებიდან პრობლემები იქნება“, - განაცხადა დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა.

მისივე თქმით, საუბარია ყველაფერზე და არა მხოლოდ ფრონტზე ან შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე. მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის თქმით, მტერი უკრაინის წინააღმდეგ ყოვლისმომცველ მიდგომას მიმართავს, თუმცა მან ამ საკითხის დეტალები არ გაამჟღავნა.

"ეს არის კომპლექსური მიდგომა, რადგან რუსები გამოიყენებენ კომპლექსურ მიდგომას. კომპლექსურ ოპერაციას ატარებენ. ამაზე დიდხანს არ ვისაუბრებთ, მაგრამ ეს რთული პერიოდი იქნება - მაისის შუა რიცხვები, ივნისის დასაწყისი“, - განაცხადა ბუდანოვმა.

მსგავსი სიახლეები