ნიკა მელია - არაფერი ისეთ მომაკვდინებელ დარტყმას არ მიაყენებს "ქართულ ოცნებას", როგორც თავისივე ორგანიზებით მოწყობილი შეკრება

მე ვფიქრობ, არაფერი ისეთ მომაკვდინებელ დარტყმას არ მიაყენებს "ქართულ ოცნებას", როგორც თავისივე ორგანიზებით მოწყობილი შეკრება, - ამის შესახებ "ახალის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, "ოცნების" მარცხს მთელი საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოება იხილავს.

"29 აპრილს ჩვენ ვიხილავთ შეკრებას, სამწუხაროდ, შერცხვენილი და აბსოლუტურად დემოტივირებული საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით, რომელთაც მოუწევთ ამავე დღეს თავის დახრა საქართველოს მომავლის წინაშე. არ მოუგია ჯერ წარსულს მომავალთან დაპირისპირებაში.

მე ვფიქრობ, არაფერი ისეთ მომაკვდინებელ დარტყმას არ მიაყენებს "ქართულ ოცნებას", როგორც თავისივე ორგანიზებით მოწყობილი შეკრება იქნება 29 აპრილს და ამას იხილავს მთელი ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოება", - განაცხადა ნიკა მელიამ.

"ქართული ოცნების" ორგანიზებით, ორშაბათს, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრება გაიმართება, რომელსაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.

უახლესი ამბები