იმერეთი ევროპის თერმული ქალაქების გენერალურ ასამბლეას მასპინძლობს

საქართველოში პირველად ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალური ასამბლეა იმართება, რომელსაც იმერეთი მასპინძლობს.

კურორტ წყალტუბოში 15-მდე ქვეყნის 30-მა წარმომადგენელმა ქართულ მხარესთან ერთად გენერალურ ასამბლეაზე იმსჯელა ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების საერთო ინტერესებზე, ხედვასა და სამომავლო გეგმებზე.

გენერალური ასამბლეა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ გახსნა და აღნიშნა, რომ 2024 წლის გაზაფხულის ასამბლეის მასპინძლობა არის რეგიონისთვის ახალი გამოწვევა და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობა. ჩვენ მზად ვართ, დაინტერესებულ პირებს გავაცნოთ მსოფლიოს თერმული წყლების უნიკალური კურორტები, რათა აღმოაჩინონ საქართველო და განსაკუთრებით იმერეთის რეგიონი თავისი უნიკალურობით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "კურორტების განვითარების სააგენტოს” ხელმძღვანელმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა ყურადღება გაამახვილა კურორტების განვითარების სტრატეგიაზე.

ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის პრეზიდენტმა რიკარდო მორტანდელომ გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველო და კერძოდ იმერეთი არის უნიკალური თერმული წყლების საბადო და ამიტომ მნიშვნელოვანია აღნიშნული კურორტების ადგილზე გაცნობა და დეტალური ინფორმაციის გაზიარება.

ქართული მხარის მიზანია საქართველოში და კერძოდ იმერეთში განვითარდეს სამედიცინო ტურიზმი, მოხდეს ახალი ბაზრების ათვისება და დაინტერესებულ პირებს შევთავაზოთ ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო.

იმერეთი არის თერმული წყლების საბადო. მხარეში 33 მინერალური და თერმული წყალია, აქედან ყველაზე მეტი ვიზიტორი წყალტუბოსა და საირმეს ჰყავს.

ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაცია ევროპის 18 ქვეყნის 50 წევრს აერთიანებს, ასევე ასოციაციის საერთაშორისო პარტნიორები არიან ამერიკის შეერთებული შტატები და ბრაზილია. აღნიშნულ ასოციაციას საქართველოდან, იმერეთის რეგიონი 2017 წელს შეუერთდა.

საერთაშორისო ასამბლეა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "კურორტების განვითარების სააგენტოს” ეგიდით იმართება.

მსგავსი სიახლეები