სანდრო რაქვიაშვილი - ხელისუფლების აქცია ოპოზიციას სტიმულს მისცემს, რომ კიდევ უფრო დიდი აქცია მოაწყოს

რეგიონებიდან პარტაქტივის შეკრება იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლებას თბილისში სათანადო რესურსი არ ჰყოფნის. ხელისუფლების აქცია ოპოზიციას სტიმულს მისცემს, რომ კიდევ უფრო დიდი აქცია მოაწყოს, - ამის შესახებ პარტია "გირჩის" წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, "ოცნების"  აქცია მოქალაქეებს სტიმულს მისცემს კიდევ უფრო დიდი აქციის მოსაწყობად, რადგან ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობას ის არ მოსწონს, რასაც "ქართული ოცნება" აკეთებს.

"აქციების წინააღმდეგი არ ვარ, რადგან დემოკრატიული პროცესების ნაწილია. განსაკუთრებით, თუ ნებაყოფლობით შეკრებილი ხალხია, აზრის გამოხატვაა. ვნახავთ, რამდენი თბილისელი გამოვა, რადგან რეგიონებიდან პარტაქტივის შეკრება იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლებას თბილისში სათანადო რესურსი არ ჰყოფნის. ხელისუფლების აქცია ოპოზიციას სტიმულს მისცემს, რომ კიდევ უფრო დიდი აქცია მოაწყოს, რადგან ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობას ის არ მოსწონს, რასაც "ქართული ოცნება" აკეთებს. 

პოლიტიკოსების ნაწილს იმედი არ აქვს, რომ "ქართულ ოცნებას" ამომრჩეველს წაართმევენ და ამიტომ მკაფიო ხაზის გავლებას ცდილობენ მეტი შეურაცხყოფის მიყენებით, უხეში განცხადებებით, რომ, ერთი მხრივ, თავიანთი ამომრჩეველი გაახარონ და, მეორე მხრივ, ამომრჩევლის აქეთ-იქით გადადინება არ დაუშვან", – განაცხადა რაქვიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები