სვენ მიქსერი - ქვეყანა, რომელიც ასეთ კანონს მიიღებს, ვერ მიაღწევს ევროკავშირში გაწევრიანებას

სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობა ხდება სულ უფრო არალიბერალური და არა ევროპული. ქვეყანა, რომელიც ასეთ კანონს იღებს, ვერ მიაღწევს ევროკავშირში გაწევრიანებას, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ კანონის მიღებას ექნება გავლენა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე.

"ძვირფასო კოლეგებო, საქართველოს ხალხის უმრავლესობა ხედავს თავის მომავალს ევროკავშირში, მათ უნდათ, რომ შეუერთდნენ ევროკავშირს და სამწუხაროა, რომ "ქართული ოცნება" სულ სხვა გზით მიდის. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველომ დაიხია უკან დემოკრატიის საკითხებში. იქ არსებობს პრობლემები საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით და ევროპულმა პარლამენტმა მიუთითა ამ ნაკლებზე საქართველოს მთავრობას. სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობა ხდება სულ უფრო არალიბერალური და არა ევროპული. ეს კანონი კიდევ ერთი მაგალითია იმისი, რა გზით მიდის საქართველოს მთავრობა. ეს კანონი გამიზნულია, რომ შეზღუდოს სამოქალაქო საზოგადოება, შეუზღუდოს მას გამოხატვის თავისუფლება და დანერგოს დისკრიმინაცია. სამწუხაროდ, ამ კანონის მიღებას ექნება გავლენა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე. ქვეყანა, რომელიც ასეთ კანონს მიიღებს, ვერ მიაღწევს ევროკავშირში გაწევრიანებას", - განაცხადა სვენ მიქსერმა.

უახლესი ამბები