გიორგი ვაშაძე - მივმართავ "ქართული ოცნების" დეპუტატებს, დააყენეთ სამშობლო უფრო წინ, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის დავალება

მივმართავ "ქართული ოცნების" დეპუტატებს, დააყენეთ სამშობლო უფრო წინ, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის დავალება, დააყენეთ სამშობლო და ჩვენი ქვეყანა უფრო წინ და არა სიჯიუტით გამოწვეული რაღაცა პოზიციის დაკავება, - ამის შესახებ პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ყოველდღიურად უფრო და უფრო ძვირი უჯდება ბიძინა ივანიშვილი.

"უმძიმესი მოსასმენი იყო ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გამართული დისკუსია. სამწუხაროდ, საქართველოს ყოველდღიურად უფრო და უფრო ძვირი უჯდება ბიძინა ივანიშვილი. ჩვენ ვართ მსხვერპლი იმ უმძიმესი პოლიტიკის, რომელიც "ქართულ ოცნებას" აქვს. 

"რუსული კანონით" , საქართველოს ადგილი ევროკავშირში ვერ იქნება. კიდევ უფრო მძიმე მოსასმენი იყო განცხადებები, რომ შეიძლება გადაიხედოს უვიზო მიმოსვლა, კანდიდატის სტატუსი, სანქციებთან დაკავშირებით საუბარი, რაც ამძიმებს ჩვენს ყოველდღიურობას. 

მივმართავ "ქართული ოცნების" დეპუტატებს, დააყენეთ სამშობლო უფრო წინ, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის დავალება, დააყენეთ სამშობლო და ჩვენი ქვეყანა უფრო წინ და არა სიჯიუტით გამოწვეული რაღაცა პოზიციის დაკავება. დღეს არის გადამწყვეტი მომენტი - საქართველო გააგრძელებს ევროკავშირისკენ სწრაფვას, თუ ჩიხში შევალთ, რომელსაც ათწლეულების განსაზღვრა შეუძლია ჩვენი ბედის",  - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები