ირაკლი ღარიბაშვილი - ეკლესიას ყოველთვის აქვს ჩვენი ერის პულსზე დადებული ხელი და კარგად გრძნობს იმ განწყობას და საფრთხეებს, რომელიც ქვეყანაშია

ჩვენს საპატრიარქოს, ჩვენს ეკლესიას ყოველთვის ჰქონდა სწორი პოზიცია, ისინი იცავენ ჭეშმარიტებას, სიმართლეს და ეკლესია, საპატრიარქო საზოგადოებას სწორი პოზიციის დაკავებისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

"ჩვენი საზოგადოების 85% არის მართლმადიდებელი ქრისტიანი. რა თქმა უნდა, ჩვენ პატივს ვცემთ ყველა რელიგიას, ყველა სარწმუნოებას, ჩვენ ვართ მრავალკონფესიური, მრავალრელიგიური, მრავალეთნიკური საზოგადოება, მაგრამ წამყვანი სარწმუნოება, ჩვენი რელიგია არის მართლმადიდებლური რელიგია, ქრისტიანობა, რამაც ჩვენი ხალხი, ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ქვეყანა მოიყვანა დღემდე. ეს ჭეშმარიტებაა. ჩვენს საპატრიარქოს, ჩვენს ეკლესიას ყოველთვის ჰქონდა სწორი პოზიცია, ისინი იცავენ ჭეშმარიტებას, სიმართლეს და ისინი, ეკლესია, საპატრიარქო საზოგადოებას ყოველთვის სწორი პოზიციის დაკავებისკენ მოუწოდებს. გუშინდელი განცხადება, რომელსაც მე გავეცანი, მორიგი ასეთი სიმართლის განცხადება იყო და მე, აბსოლუტურად მივესალმები ამ განცხადებას, მის შინაარსს, მის პათოსს, ყველაფერს ვიზიარებ. საზოგადოებას დღეს სჭირდება სიმშვიდე, გონიერება და აუცილებელი არის მშვიდად, მტკიცედ გავიაროთ ეს პატარა განსაცდელი, რომელიც ახლა არის ქვეყანაში და საერთოდ, მთელს რეგიონში და მსოფლიოში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, დღეს ძალიან რთული ვითარებაა და აქ არ არის საუბარი ოპოზიციის დღის წესრიგზე, საუბარია, ქვეყნის გადარჩენაზე.

"ძალიან რთული ვითარებაა, მეგობრებო. არ შეიძლება ამის ლოკალიზება, ამის დაყვანა რაღაც ვიწროპარტიულ გაუგებრობებზე. აქ საუბარი არ არის, რომ რადიკალურ ოპოზიციას რაღაც დღის წესრიგი აქვს და ჩვენ გვიპირისპირდება რაღაცების გამო. აქ საუბარია, ქვეყნის გადარჩენა – არ გადარჩენაზე. ღმერთმა დაიფაროს, აქ რამე რომ შეცვლილიყო, ქვეყანაში, დღეს ქვეყანა აღარ გვექნებოდა. აი, 2-3 წლის წინ ამათ წარმატებისთვის რომ მიეღწიათ და მოეხდინათ გადატრიალება, ქვეყანა დღეს აღარ გვექნებოდა. რუსული ჯარი იქნებოდა შემოსული. ომი იქნებოდა, უბედურება იქნებოდა. გავრცელდებოდა მთელს ტერიტორიაზე. ეს ხომ კარგად ვიცით. სააკაშვილის შემოსვლის მიზანი რა იყო – რევოლუცია და რამდენიმე თვეში დაიწყო უკრაინაში ომი და ამ ომის გადმოტანა და მეორე ფრონტის გახსნა ქვეყანაში. ეკლესიას ყოველთვის აქვს ჩვენი ერის პულსზე დადებული ხელი და კარგად გრძნობს იმ განწყობას და საფრთხეებს, რომელიც ქვეყანაშია. ამიტომ არის საჭირო, კიდევ გავიმეორებ, სიმშვიდე, გონიერება და სიმტკიცე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები