თამარ კორძაია - ბატონო ლევან, გამოდით და მოუწოდეთ ხელისუფლებას, რომ არ მიიღოს ეს კანონი

ბატონო ლევან, მოგმართავთ საჯაროდ, სახალხოდ და მოგიწოდებთ, რომ გამოხვიდეთ და ჩაატაროთ ბრიფინგი, მოუწოდეთ ხელისუფლებას, გაიწვიოს ეს კანონი, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს.

მისი თქმით, სახალხო დამცველის უპირველესი მოვალეობაა, რომ დაიცვას ადამიანის უფლებები პრევენციულად.

"მივმართავ საქართველოს სახალხო დამცველს. ვაცნობიერებ იმ ტვირთს, რაც ავიღე მისთვის ხმის მიცემისას და სწორედ ჩემი პასუხისმგებლობაა, გამოვიყვანო ის იმ კომფორტიდან, რომელიც აქვს ამ კანონთან დაკავშირებით. ბატონო ლევან, მოგმართავთ საჯაროდ, სახალხოდ და მოგიწოდებთ, რომ გამოხვიდეთ და ჩაატაროთ ბრიფინგი. მოუწოდოთ ხელისუფლებას, რომ არ მიიღოს კანონი, რომელთა დაკავშირებითაც სწორად სახალხო დამცველის რეკომენდაციით, ეუთოს დასკვნის თანახმად, დაირღვევა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კონსტიტუციური უფლება, დაირღვევა გაერთიანების თავისუფლება. ეს კანონი ეწინააღმდეგება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის კანონიერების პრეზუმფციას. პასუხისმგებლობა, რომელსაც ითვალისწინებს ეს კანონი, არ შეიძლება, რომ მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში დარჩეს და აუცილებლად სასამართლოს მიერ უნდა იქნეს მიღებული.

ბატონო ლევან, სწორედ სახალხო დამცველის მოთხოვნის საფუძველზე ეუთომ დაწერა 70-გვერდიანი დასკვნა. ყოველ გვერდში ის მიუთითებს იმას, რომ ეს კანონი არღვევს ადამიანის უფლებებს და ეს კანონი არ არის საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის შესაბამისი. ამიტომ მოგიწოდებთ, გამოხვიდეთ. ეს არ არის პოლიტიკური შეფასების საკითხი. ეს არის ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი. სახალხო დამცველის უპირველესი მოვალეობაა, რომ დაიცვას ადამიანის უფლებები პრევენციულად. ბატონო ლევან, გამოდით და მოუწოდეთ ხელისუფლებას, რომ არ მიიღოს ეს კანონი", - განაცხადა თამარ კორძაიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები