თინა ბოკუჩავა - ვიხილეთ რუსული სამთავრობო მარში, სადაც ადამიანები ძალდატანებით, მოტყუებით, მოსყიდვით ჰყავდათ ჩამოყვანილი რეგიონებიდან

გუშინ ჩვენ ვიხილეთ რუსული სამთავრობო მარში, სადაც ადამიანები ძალდატანებით, მოტყუებით, მოსყიდვით ჰყავდათ ჩამოყვანილი საქართველოს რეგიონებიდან, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, "ოცნება" ცდილობს, საქართველოს მომავალი წაართვას.

"გუშინ ჩვენ ვიხილეთ რუსული სამთავრობო მარში, სადაც ადამიანები ძალდატანებით, მოტყუებით, მოსყიდვით ჰყავდათ ჩამოყვანილი საქართველოს რეგიონებიდან, სადაც ჩაწერილი ტაშის ფონზე , ბიძინა ივანიშვილს დაცარიელებულ რუსთაველზე უწევდა სიტყვით გამოსვლა. რატომ დაკარგეთ ხალხის ნდობა, რატომ დაკარგეთ მათ შორის იმ ადამიანების ნდობა, რომლებმაც შესაძლებელია 2012 წელს მოგცეს ხმა. იმიტომ რომ თქვენ გადაუხვიეთ ქვეყნის ევროპულ კურსს უკვე ღიად და თქვენ ცდილობთ ჩვენს ქვეყანას წაართვათ ევროპული მომავალი. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ყოველწლიურად ტოვებენ საქართველოს მოქალაქეები, იმიტომ რომ შეუძლებელია გაღარიბებულ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც არ არსებობს პერსპექტივა, არ არსებობს სამუშაო ადგილი და ერთადერთი შანსი არის საჯარო სექტორში მუშაობა, სადაც ძალდატანებით ადამიანებს ტაშის დამკვრელებად ამუშავებთ, აიძულებთ მასწავლებლებს  დატოვონ საკლასო ოთახები, აიძულებთ ბაღის მასწავლებლებს, სკოლის მასწავლებლებს დატოვონ საკლასო ოთახები და თბილისში ჩამოვიდნენ ტაშის დამკვრელებად, მაგრამ ამაზეც უარი თქვენს ამ ადამიანებმა, იმიტომ რომ ძალიან კარგად ესმით, რომ თქვენ ცდილობთ ჩვენს ქვეყანას ნათელი მომავალი წაართვათ", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები