14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეზე დედას - 3, ბიძას კი - 3,6 წლით პატიმრობა შეეფარდათ

14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული დედა ეგანა მაგარამოვა და ბიძა ნატიკ მაგარამოვი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაია შოშიაშვილის გადაწყვეტილებით, ეგანა მამედოვას 3 წლის ვადით, ნატიკ მაგარამოვს კი 3,6 წლით პატიმრობა მიესაჯა. აითაჯ შახმაროვას დედაც და ბიძაც დამნაშავედ ცნეს ქორწინების იძულებაში, ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობაში.

საგარეჯოს სოფელ ლამბალოში 14 წლის აითაჯ შახმაროვა 2023 წლის 6 ოქტომბერს მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით 28 წლის ალიმ სადიკოვია დაკავებული, რომელმაც რამდენიმე თვით ადრე, არასრულწლოვანი ბავშვი ქორწინების მიზნით მოიტაცა.

14 წლის არასრულწლოვნის საქმეზე ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულები არიან და ბრალი აქვთ წარდგენილი ბავშვის დედასა და ბიძას. მკვლელობაში ბრალდებულს კი ბრალდება არასრულწლოვნის გაუპატიურების მუხლითაც დაუმძიმდა.

მსგავსი სიახლეები