ბორჯომის მუნიციპალიტეტმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 741 ბენეფიციარს საჩუქრად 100-100 ლარი ჩაურიცხა

ბორჯომის მუნიციპალიტეტმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სოციალურ პროგრამაში ჩართულ 741 ბენეფიციარს საჩუქრად 100-100 ლარი ჩაურიცხა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფულადი დახმარება მიიღო:

• მრავალშვილიანმა ოჯახებმა;
• დედ-მამით ობოლმა 18 წლამდე ასაკის ბავშვებმა;
• 18 წლამდე ასაკის შშმ პირებმა;
• მარტოხელა მშობლებმა;

• მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან გათანაბრებულმა პირებმა;
• მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილი ოჯახის წევრებმა;
• ომის შემდგომ პერიოდში გარდაცვლილთა ოჯახის წევრებმა;
• საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომის მონაწილე ვეტერანებმა; (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 160 000-ს)
• საქართველოს მთლიანობისთვის ომის შშმ პირებმა (მათ შორის დევნილები);
• ავღანეთის ომის ვეტერანებმა;
• ჩერნობილის ავარიის დროს მოწამლულმა პირებმა;
• 9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევისას მოწამლულმა პირებმა;
• 18 წლის ზევით საპენსიო ასაკამდე I ჯგუფის შშმ პირებმა;

"ბენეფიციარებს აღნიშნული პროგრამით სარგებლობა წელიწადში 2-ჯერ როგორც აღდგომის, ასევე ახალი წლის დღესასწაულზე შეუძლიათ.

მუნიციპალიტეტში 23 სოციალური პროგრამა მოქმედებს, რომლის მთავარი მიზანი სოციალურად დაუცველ ადამიანთა მდგომარეობის გაუმჯობესება და მორალური მხარდაჭერა წარმოადგენს", - აღნიშნავენ მუნიციპალიტეტის მერიაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები