ლაშა ტყეშელაძე - ლევან ხაბეიშვილზე უმოწყალოდ ძალადობდნენ 20 წუთის განმავლობაში, გამოძიება უნდა დაიწყოს 144-ე მუხლის პრიმა ნაწილით

დღეს დუმს საქართველოს პროკურატურა და დუმს მთავარი პროკურორი. დღეს დუმს კაციტაძის უწყება და მათ პირდაპირ კანონი ავალდებულებს, რომ აღნიშნული დანაშაული გამოიძიოს, - ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის უფლებადამცველმა ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილს 20 წუთი სცემდნენ, დამნაშავე კი არ დასჯილა.

"დღეს დუმს საქართველოს პროკურატურა და დუმს მთავარი პროკურორი. დღეს დუმს კაციტაძის უწყება და მათ პირდაპირ კანონი ავალდებულებს, რომ აღნიშნული დანაშაული გამოიძიოს. ეს არის მათ კისერზე და ეს დანაშაული აუცილებლად უნდა გამოიძიონ. ეს არის უმოქმედობით ჩადენილი დანაშაული და ისჯება სისხლის სამართლით. 

"ტვ პირველზე" გავიდა სიუჟეტი, სადაც ჩანს სპეცნომრები რობოკოპების და თუ დაინტერესდებიან ძალიან მარტივი დასადგენია თუ ვინ არიან, ვინ იძალადა და როგორ იძალადა, მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთი საკითხი, ლევან ხაბეიშვილზე უმოწყალოდ ძალადობდნენ 20 წუთის განმავლობაში. ჩვენი კანონით, ჩვენი კონსტიტუციით ეს უტოლდება წამებას და გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს 144-ე მუხლის პრიმა ნაწილით, რომელიც არის წამება, რომელსაც არ აქვს ხანდაზმულობა და მე ყველას შევახსენებ, რომ მათთან აუცილებლად მივა კანონი და სამართალი, რადგან ამ დანაშაულს არ აქვს ხანდაზმულობა და ეს ძალადობა არავის არ შერჩება", - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები და ლევან ხაბეიშვილის უფლებადამცველი ლაშა ტყეშელაძე მთავარ პროკურატურასთან მივიდნენ, ბრიფინგი გამართეს და ნაცემი ხაბეიშვილის ფოტოები მიიტანეს. ისინი გამოძიებას და დამნაშავის დასჯას ითხოვენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები