პაატა მანჯგალაძე - ჩაშალეთ რევოლუციური სცენარის მცდელობა, გაიწვიეთ რუსული კანონი

ჩვენ არ გვაქვს საქართველოს უსაფრთხოების სამსახური. ეს არის "ბიძინას უსაფრთხოების სამსახური". შესაბამისად, ბიძინას უსაფრთხოებიდან გამომდინარე ჰგონიათ, რომ დემოკრატია არის საქართველოსთვის საფრთხე, - ამის შესახებ პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სუსი თავად გადაიქცა მთავარ საფრთხობელად.

"ეროვნული მოძრაობის" ლიდერები 1989 წელს 9 აპრილამდე, იმავეს იძახდნენ, რომ "ექსტრემისტულად განწყობილი რადიკალური ჯგუფები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტებისთვის პრობლემების შექმნას ცდილობენ". არ გეცნობათ? იგივე არ არის განცხადება? მაგრამ დღეს, მადლობა ღმერთს, საქართველო თავისუფალია, უფრო ძლიერია და ვერაფერს გაბედავს ვერც სუსი და ვერაფერი. 

სუსი, რომელსაც თვითონ ეშინია საკუთარი განცხადებების, მოქალაქეების უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდეს, თავად გადაიქცა მთავარ საფრთხობელად. ასეთმა სტრუქტურამ რა უნდა გააკეთოს? ახლა ის დროა, რომ სუსიც და პოლიციაც გადმოვიდეს ხალხის მხარეს. მე მივმართავ სუსის უფროსს, ლილუაშვილს, ასევე, კობახიძეს, ჩაშალეთ რევოლუციური სცენარის მცდელობა, გაიწვიეთ რუსული კანონი. 

სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს საქართველოს უსაფრთხოების სამსახური. ეს არის "ბიძინას უსაფრთხოების სამსახური". შესაბამისად, ბიძინას უსაფრთხოებიდან გამომდინარე ჰგონიათ, რომ დემოკრატია არის საქართველოსთვის საფრთხე", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

სუსმა დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ გარკვეული ჯგუფები ცდილობენ პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები