გოგა ონიანი - 14 წლის ბავშვთან გაბედეს მოსვლა, აბრახუნეს კარებზე, იგინებოდნენ

14 წლის ბავშვთან გაბედეს მოსვლა, აბრახუნეს კარებზე, კარები ჩაკეტილი გვქონდა გარედან, იგინებოდნენ, შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, ანუ ბავშვი შეაშინეს, - ამის შესახებ "ახალის" წევრმა გოგა ონიანმა განაცხადა.

"როდესაც გავიგე, რომ დიმა ჩიქოვანს სცემეს, წავედით საავადმყოფოში და 14 წლის ბავშვი დარჩა სახლში. ერთადერთი, ვისაც ეს ეცოდინებოდა, რა თქმა უნდა, იყო სუსი. მათ 14 წლის ბავშვთან გაბედეს მოსვლა, აბრახუნეს კარებზე, კარები ჩაკეტილი გვქონდა გარედან, იგინებოდნენ, შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, ანუ ბავშვი შეაშინეს.

ეს არის ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც დასდევს და აშინებს 14 წლის ბავშვებს, ეს არის დამთავრებული ხელისუფლება, ასეთი რამ ალბათ, მსოფლიოში არსად არ ხდება, რომ არასრულწლოვნებს დასდევდეს სუსი და უგზავნიდეს ე.წ კრიმინალებს ანუ მათთან თანამშრომლობაში მყოფ ადამიანებს. სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილმა ამ ყველაფერს მწვანე შუქი აუნთო", - განაცხადა ონიანმა.

დღეს საღამოს ფიზიკურად გაუსწორდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრს დიმიტრი ჩიქოვანს, ბაიკერ ლაშა ღვინიანიძეს და "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარს გია ჯაფარიძეს.

უახლესი ამბები