ბორჯომში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ბორჯომში ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავი აღინიშნა.გამარჯვების სკვერში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა, მერის მოადგილემ გიორგი ტაბატაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა გიორგი ფერაძემ და ჯუმბერ კურტანიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მემორიალი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს.

დეკანოზმა იოანემ (ხეცურიანი) დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

ღონისძიება მუსიკალურად გააფორმეს და საგალობლები შეასრულეს ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა ვოკალურმა ანსამბლებმა.

მოგვიანებით ხელმძღვანელმა პირებმა და რიგითმა მოქალაქეებმა "ძმათა სასაფლაოზე“ გადაინაცვლეს, სადაც მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი და გმირთა საფლავები ყვავილებით შეამკეს.

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად, ბორჯომში ფაშიზმე გამარჯვების დღე სამამულო ომის ვეტერანების გარეშე აღინიშნა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები