უჩა აბაშიძის სახლში პოლიციაა შესული, ადგილზე მოქალაქეები არიან შეკრებილი

ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლში პოლიციაა შესული. სახლში არ უშვებენ მისი ოჯახის წევრებს.  რა საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ სამართალდამცველები, ჯერჯერობით უცნობია. 

სოლიდარობის ნიშნად კი მის სახლთან მოქალაქეები შეიკრიბნენ. იქ მივიდნენ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ახალგაზრდებიც.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. 

როგორც უჩა აბაშიძის ძმა აცხადებს, სამართალდამცველებმა განუმარტეს, რომ სახლში საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტულად რაზე, უცნობია.

"საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობსო, არავინ განმიმარტა ბრალი რაზეა, მითხრეს, რომ არ შემიშვებენ, მიუხედავად იმისა, რომ ძმა ვარ.

საპროტესტო აქციებში იღებდა მონაწილეობას, წერდა ამაზე. მარტოა სახლში, ადვოკატთან დარეკვის შესაძლებლობა არ მისცეს", - განაცხადა უჩა აბაშიძის ძმამ.

მსგავსი სიახლეები