იაგო ხვიჩია - "ქართული ოცნება" დასრულებულია, ეს გარეგნული დაკვირვებითაც კარგად ჩანს

"ქართული ოცნება" დასრულებულია, ეს გარეგნული დაკვირვებითაც კარგად ჩანს. ამ ქვეყანაში ჭეშმარიტება გაურკვეველი არასდროს დარჩენილა, - ამის შესახებ პარტია "გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" პოლიტიკა მიმართულია იქით, რომ მათი სისუსტე არ გამოჩნდეს.

"ქართული ოცნება" დასრულებულია, ეს გარეგნული დაკვირვებითაც კარგად ჩანს. ამ ქვეყანაში ჭეშმარიტება გაურკვეველი არასდროს დარჩენილა და შეუძლებელია დღევანდელი სამარცხვინო საქციელი გაურკვეველი დარჩეს, ისე, რომ ჩვენ არ ვიცოდეთ, ვინ იყო ამის შემოქმედი.

ჩემი აზრით, "ქართული ოცნების" ეს პოლიტიკა არის იმისთვის, რომ რამენაირად სისუსტე არ გვაჩვენონ. "ნაცებმა" თავის დროზე სისუსტე აჩვენეს, ჩვენ რომ გადმოგვაბარეს ხელისუფლება. ჩვენ ახლა უფრო ძლიერად და კუნთებით უნდა დავდგეთ და არ შევშინდეთ - აი, ეს არის ჩემი აზრით, "ქართული ოცნების" პრიმიტიული ტაქტიკა და ცოტა ხანში ის ახალგაზრდები, რომლებიც იქ დგანან, მგონი დაანახებენ, რას ნიშნავს გულწრფელი პროტესტი. 

აქცია იმისთვის არსებობს, რომ პარტაქტივიც იყოს, მაგრამ ამ აქციაზე რომ ვინმე იტყვის, რომ პარტაქტივი დგასო, ის ძალიან შორსაა ადეკვატურობისგან, რაც თავისთავად "ქართული ოცნებისგან" გასაკვირი არ არის", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები