სალომე ზურაბიშვილი - ამ კანონის ამოქმედების ვადა გადაიტანეთ პირველ ნოემბრისთვის, არჩევნების მერე

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ქართულ ოცნებას" სთავაზობს კანონის ამოქმედების ვადა პირველი ნოემბრისთვის, არჩევნების მერე გადაიტანონ.

მისივე თქმით, კანონი არის რუსული და რუსულად დარჩება.

"გინდა რამე შეცვალოთ ამ კანონში?! თქვენი ნებაა - ან გაიწვიეთ, ან დააბრუნეთ მეორე მოსმენაზე და მოუსმინეთ პარლამენტში ოპოზიციას, რომლებსაც აქვთ რაღაც შენიშვნები და ცვლილებებს შემოგთავაზებთ ან მარტივი, თქვენ თვითონ, ამ კანონის ამოქმედების ვადა გადაიტანეთ პირველ ნოემბრისთვის, არჩევნების მერე, როდესაც, ვინც მოვა ხელისუფლებაში, ის გადაწყვეტს, ეს კანონი რუსულია, თუ რაიმე სხვა კანონის გადამღერება, თუ რას მოერგება.

ჩემი იმედი ნუ გექნებათ იმაში, რომ მე შევალ ამ თამაშში, რომ გავაპატიოსნოთ ეს კანონი - არის რუსული, დარჩება რუსული და სამწუხაროდ, თქვენც ამ კანონთან ერთად", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები