სალომე ზურაბიშვილი - იფიქრეთ თქვენ და იყავით, მე ვეტოს წარმოვადგენ, მაგრამ ასეთ მანიპულაციაში არ შევალ და არ დავიწყებ ამ თამაშებს

ჩემი იმედი ნუ გექნებათ იმაში, რომ მე შევალ ამ თამაშში, რომ გავაპატიოსნოთ ეს კანონი - არის რუსული, დარჩება რუსული და სამწუხაროდ, თქვენც ამ კანონთან ერთად, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

"რაც ეხება პრეზიდენტის ვეტოს, უცებ გაახსენდათ პრეზიდენტი და მისი ვეტო. გაახსენდათ ის პრეზიდენტი, რომელსაც პრემიერი სრულიად წარმოუდგენელი, ნებისმიერ ცივილიზებულ სახელმწიფოში, პრემიერმა ეძახა პრეზიდენტს "მოღალატე" საკუთარი ჯარის წინაშე. ამაზე წარმოუდგენელი გადატრიალება არ ყოფილა და ამ პრეზიდენტს ეუბნებიან, რომ აი, მოდით, ვეტო წარმოგვიდგინეთ, შიგ რაღაცები ჩაწერეთ, დაგიწერენ, თქვენ ვერ წერთ, თუმცა დაგიწერენ უცხოელები, ან აქაური არასამთავრობოები დაგიწერენ, წარმოგვიდგინეთ და შეიძლება დავფიქრდეთ.

იფიქრეთ თქვენ და იყავით, მე ნამდვილად ვეტოს წარმოვადგენ, მაგრამ ასეთ მანიპულაციაში არ შევალ და არ დავიწყებ ამ თამაშებს, რამეთუ ამას აქვს მხოლოდ ერთი მიზეზი და მიზანი, ეს არის ხალხში რაღაც გაუგებრობა და დაბნეულობა შემოიტანოს. გინდა რამე შეცვალოთ ამ კანონში, თქვენი ნებაა - ან გაიწვიეთ, ან დააბრუნეთ მეორე მოსმენაზე და მოუსმინეთ პარლამენტში ოპოზიციას, რომლებსაც რაღაც შენიშვნებს და ცვლილებებს შემოგთავაზებთ ან მარტივი, თქვენ თვითონ, ამ კანონის ამოქმედების ვადა გადაიტანეთ პირველ ნოემბრისთვის, არჩევნების მერე, როდესაც ვინც მოვა ხელისუფლებაში ის გადაწყვეტს, ეს კანონი რუსულია, თუ რაიმე სხვა კანონის გადამღერება, თუ რას მოერგება. ჩემი იმედი ნუ გექნებათ იმაში, რომ მე შევალ ამ თამაშში, რომ გავაპატიოსნოთ ეს კანონი - არის რუსული, დარჩება რუსული და სამწუხაროდ, თქვენც ამ კანონთან ერთად", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები