მამუკა მდინარაძე - ზურაბიშვილმა აღიარა მთავარი მიზანი გაუმჭვირვალე ფულით რისი გაკეთება უნდათ და ეს აღიარება ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს

ანუ რუსული აღარ იქნება პირველი ნოემბრიდან? მან აღიარა, რომ შავი ფულით დასაფინანსებელია კამპანია, რომელსაც ჰქვია „არალეგიტიმური არჩევნები“, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის ინიციატივა, რომელიც "გამჭვირვალობის კანონის" პირველი ნოემბრიდან ამოქმედებას ითვალისწინებს.

მდინარაძის თქმით, დღეს საქართველოს პრეზიდენტად წოდებულმა სალომე ზურაბიშვილმა აღიარა მთავარი მიზანი  - გაუმჭვირვალე ფულით რისი გაკეთება უნდათ და ეს აღიარება ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს.

"2020-ში ISFED-მა რომ პარალელური ხმის დათვლის მონაცემები გააყალბა, მსგავსის გაკეთება უნდათ ახლაც. ამ შავი ფულით, კიდევ უფრო მეტით ვიდრე სხვა შემთხვევებში, სჭირდებათ რომ კამპანია აიწიოს, ცესკო-ს წინააღმდეგ, არჩევნების ლეგიტიმურობის წინააღმდეგ, რაც ძალიან რთული ამბავია. ელექტრონული არჩევნები ტარდება ქვეყანაში პირველად, იქ ძალიან რთულია, რომ თქვა რაღაც ისე არ მოხდა როგორც საჭირო იყო, რაღაც უკანონო მოხდა, რაღაც არალეგიტიმურია, ამას სჭირდება უფრო მეტი ძალისხმევა, უფრო მეტი თანხები ჭირდება ამ ყველაფერს და ამას გავაკეთებთო ჯერო, უფრო მეტი შავი ფულითო და მერე ვილაპარაკოთ ამ ყველაფერზეო და მერე ამოქმედდეს კანონიო. ანუ აღიარა მან მიზანი, დღეს საქართველოს პრეზიდენტად წოდებულმა სალომე ზურაბიშვილმა აღიარა მთავარი მიზანი ამ გაუმჭვირვალე ფულით რისი გაკეთება უნდათ. ეს აღიარება ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს და რაც მთავარია, ჩვენ უნდა ვთქვათ ყოველ ჯერზე და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რაც არ უნდა ილაპარაკონ, მთავარია, რომ მათ არგუმენტები არ წარმოუდგენიათ - ან რუსული რატომაა და ან ცუდი რატომაა, ევროპას რატომ გვაშორებს - ამაზე პასუხი არ მიგვიღია“, - განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები