პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გრძელდება

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გრძელდება, ადგილზე ხმაურია.

მოქალაქეები პარლამენტის ჭიშკარზე აბრახუნებენ, ისმის შეძახილები - "მონებო", "რუსებო".

ცოტა ხნის წინ ადგილზე დაპირისპირება იყო. ერთ-ერთ მოქალაქე, რომელიც პარლამენტის შენობის თაღებთან იმყოფებოდა, პოლიციელებმა გაიყვანეს. სავარაუდოდ, სკოლის მოსწავლე შიდა ეზოში შეიყვანეს, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია დააკავეს თუ უბრალოდ განარიდეს ტერიტორიას.

მასთან ერთად წაიყვანეს ჟურნალისტი რატი მუჯირიც, თუმცა ის უკვე თავისუფალია.

პროტესტის მიუხედავად, "ქართულმა ოცნებამ" "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი უკვე დაამტკიცა. კანონპროექტს 84 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.