სალომე ზურაბიშვილი - არ ვუღალატებ იმ სულისკვეთებას, რომელიც არის ქვეყანაში და რომელსაც სჭირდება, რომ გზა გაეხსნას, მე ვიქნები ამ გზის გამხსნელი

დღეს დგას საქართველოს გადარჩენის საკითხი. არავინ უნდა იფიქროს, რომ საქართველოს პრეზიდენტი გამოყენებულია ხელისუფლების სახის გადასარჩენად. ჩვენი უახლოესი მობილიზაცია არის არჩევნებისთვის, მშვიდობიანი გზისთვის, სადაც ყველა ჩვენგანი ერთად უთუოდ გავიმარჯვებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"საქართველოს ევროპული მომავლისთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი სიგნალი, მათი დღეს აქ ჩამოსვლა და ჩვენთვის მხარდაჭერა. მე ვარ მადლობელი ყველა იმ ადამიანის სახელით, რომელიც გარეთ იდგა ამდენი დღე. 

დღეს ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა მძიმედ არის ის წერტილი დასმული, რაც გუშინდელი გადაწყვეტილებებით, 84 ადამიანის მიერ კენჭისყრით დაისვა. ეს არის წერტილი, რომელიც აჩვენებს, რომ ხელისუფლებამ არ მოისმინა არც თავისი ხალხის ხმა, არც მეგობრების რჩევები, არც არავისი გაფრთხილება და თავის გზას შეუდგა. ეს არის გზა და მცდელობა იმისა, რომ საქართველო, რომელიც იდგა მყარად შუა გზაზე კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ და გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის მოლოდინში, რომ ამ გზიდან გადაყვანილი ყოფილიყო და დაბრუნებულიყო წარსულში. ეს არის მცდელობა, რომელსაც ხალხმა უპასუხა 30 დღეა, ყოველდღიური გამოსვლებით და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებით. ეს იმას ამტკიცებს, რომ ის ციფრები, რომელზეც ვსაუბრობდით, რომ ჩვენი საზოგადოების 80-85% მხარს უჭერს ევროპულ მომავალს, არ იყო მხოლოდ ციფრები და ეს არის ის რეალობა, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვუყურებთ ჩვენს ქუჩებში და რითაც შეგვიძლია, ყველამ ვიამაყოთ. 

ეს არის იმის მტკიცებულება,  რომ ეს საზოგადოება ნამდვილად დგას იმ ღირებულებებზე, რომელიც არის ევროპული - დემოკრატიულობა, თავისუფლება და დამოუკიდებლობა. საზოგადოება ამ ღირებულებებით არასდროს დაუბრუნდება რუსულ წნეხს. 

ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა არის შემდეგი ნაბიჯები. მე ძალიან გარკვევით ავუხსენი ჩვენს მეგობრებს, რომ მე ჩემი ვეტოს დადებით არავითარ შემთხვევაში ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში არ ვიქნები. არა და არასდროს!

მე არ ვუღალატებ იმ სულისკვეთებას, რომელიც არის დღეს ქვეყანაში და რომელსაც სჭირდება, რომ გზა გაეხსნას. მე ვიქნები ამ გზის გამხსნელი და არა ამ გზიდან გადასვლის ერთ-ერთი ფორმა.

ეს გზავნილი მიტანილი იქნება ყველგან, სადაც საჭიროა, რომ არავინ იფიქროს, საქართველოს პრეზიდენტი გამოყენებული იქნება იმისათვის, რომ ამ ხელისუფლებას სახე გადაურჩინოს. 

დღეს დგას საქართველოს გადარჩენის საკითხი. ამისათვის მე ჩვენს მეგობრებს გავაცანი ჩვენი სამომავლო გეგმები, როგორი უნდა იყოს ის ევროპული პლატფორმა, რომელზეც ვმუშაობ რამდენიმე კვირაა და რომელსაც ოფიციალურად წარვუდგენ ჩვენს მოსახლეობას, მაგრამ ყველამ იცის, რომ ეს არის იმ გადაწყვეტილებების ერთობლიობა, რომელიც საქართველოს მიიყვანს არჩევნებამდე ერთობითა და მობილიზებით და რომელიც ამ არჩევნებს დააყენებს საქართველოს თავის გზაზე. ჩვენი უახლოესი მობილიზაცია არის არჩევნებისთვის, მშვიდობიანი გზისთვის, სადაც ყველა ჩვენგანი ერთად უთუოდ გავიმარჯვებთ იმისთვის, რომ გავიყვანოთ საქართველო სამშვიდობოზე და ევროპულ გზაზე", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები