თამარ კორძაია - მოვითხოვ, კოკა კაციტაძემ ჩაატაროს საჯარო ბრიფინგი და გასცეს კითხვებს პასუხი

გამოვიდეს კოკა კაციტაძე და აცნობოს საზოგადოებას, რომელ ქეისზე რა დოკუმენტია მისთვის წარდგენილი, რადგან ისინი აცხადებენ, რომ უკვე დაწყებულია გამოძიება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აქციაზე დაზარალებულთა საქმეების გამოძიება არის კოკა კაციტაძის უწყების ფუნქცია.

"მე მივმართავ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კოკა კაციტაძეს. დრო არის, გამოვიდეს და წარუდგინოს საზოგადოებას ანგარიში, რა კონკრეტული ღონისძიებები განახორციელა 2 მაისს აქციაზე დაზიანებულ ჟურნალისტებთან დაკავშირებით -  ზუკა ჩხირკვია, ავთო მესხი, ლუკა ლავრელაშვილი, მინდია გაბაძე. ეს მისი პირდაპირი ფუნქციაა, რომ ამ ჟურნალისტებზე ზეწოლასთან დაკავშირებით გააკეთოს განცხადება. 

ასევე,  ირაკლი წიგნაძე, გურამ ადამია, ლევან ხაბეიშვილი, დავით ქაცარავა, ალეკო ელისაშვილი გახდნენ სპეციალური სამსახურების ძალადობის მსხვერპლი. ამ საკითხების გამოძიება არის კოკა კაციტაძის უწყების ფუნქცია. ამიტომ, მოვითხოვ, ჩაატაროს საჯარო ბრიფინგი და გასცეს შემდეგ კითხვებს პასუხი: შედგა თუ არა თითოეულზე დაკავების ოქმი; კონკრეტულად, რომელი ქვედანაყოფი იდგა შესაბამის ადგილებში; ვინ იყო ხელმძღვანელი და ვინ იყვნენ შემადგენლობის წევრები (სახელებით და გვარებით). ვინ და რა დროს გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაზარალებულების გადასაყვანად; გაფორმდა თუ არა მათი საავადმყოფოში გადაყვანის ფაქტი და ვინ დაიკითხა ან გამოიკითხა ამ საქმეებზე. 

ყველა ამ ქეისთან დაკავშირებით, უნდა არსებობდეს შექმნილი და შედგენილი შესაბამისი დოკუმენტი. გამოვიდეს კოკა კაციტაძე და აცნობოს საზოგადოებას, რომელ ქეისზე რა დოკუმენტია მისთვის წარდგენილი, რადგან ისინი აცხადებენ, რომ უკვე დაწყებულია გამოძიება", - განაცხადა თამარ კორძაიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები