უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 489 870 (+1400) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 17.05.24-მდე: ტანკები - 7547 (+18), ჯავშანტექნიკა - 14 552 (+14), საარტილერიო სისტემები - 12 603 (+38), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 1071 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 800 (+2), თვითმფრინავები - 353 (+2), ვერტმფრენები - 326 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 10 073 (+45), ფრთოსანი რაკეტები - 2200 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 26 (+0). წყალქვეშა ნავები - 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 17 104 (+56), სპეციალური ტექნიკა - 2069 (+7).
რუსეთმა ბოლო პერიოდში ხარკოვის ოლქზე თავდასხმის მცდელობები გააძლიერა. სწორედ ამიტომ ბოლო დღეებში რუსული დანაკარგები გაიზარდა.