თამარ კორძაია - ოპოზიცია არ არის ამ აქციების ორგანიზატორი, ამიტომ, რა ფორმითაც გაგრძელდება, დავუჭერთ მხარს

არაფერი ამ პარლამენტში იმაზე მნიშვნელოვანი არ განიხილება, ვიდრე არის ეს რუსული კანონი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვეტოზე შემოვალთ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ბოიკოტი გრძელდება, თუმცა, როდესაც ვეტოს საკითხს განიხილავენ, ის პარლამენტში ამ განხილვას აუცილებლად დაესწრება.

"ოპოზიცია არ არის ამ აქციების ორგანიზატორი, ამიტომ, როგორც გაგრძელდება, რა ფორმითაც გაგრძელდება, ჩვენ იმ ფორმაში დავუჭერთ მხარს.

რაც შეეხება ბოიკოტს, ჩვენ ვთვლით, რომ არაფერი ამ პარლამენტში იმაზე მნიშვნელოვანი არ განიხილება, ვიდრე არის ეს რუსული კანონი.  

რა თქმა უნდა, ჩვენ ვეტოზე შემოვალთ, რამდენჯერაც საჭიროდ ჩავთვლით, შემოვალთ, მაგრამ ამ ეტაპზე, ჩვენ ვთვლით, რომ ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი არ ხდება ამ პარლამენტში", - განაცხადა თამარ კორძაიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები