მეუფე შიო - იმისთვის, რომ არ დავუშვათ ასეთი გაუკუღმართებული აზროვნების დამკვიდრება, აუცილებლად უნდა მივიღოთ კანონი

დღეს, როდესაც მთელ მსოფლიოში ვხედავთ დიდ შეტევას ოჯახურ ღირებულებებზე, აუცილებელი გახდა ოჯახური ღირებულებების უფრო აქტიური მხარდაჭერა და მათი წარმოჩენა, როგორც დიდი სიწმინდის. სიყვარულის მთავარი სკოლა არის ოჯახი, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ განაცხადა.

მეუფის თქმით, ოჯახური ღირებულებების დაცვა, მათზე ზრუნვა და აღორძინება უნდა გახდეს ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი და მიმართულება.  

"გილოცავთ დღევანდელ შესანიშნავ დღეს, ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს, რომელიც ათი წელიწადია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით აღინიშნება. გადმოგცემთ მის დალოცვას, კურთხევას.

საუკუნეების განმავლობაში ოჯახი ყოველთვის სიწმინდედ ითვლებოდა ჩვენს ეკლესიაში, მაგრამ დღეს, როდესაც მთელ მსოფლიოში ვხედავთ დიდ შეტევას ოჯახურ ღირებულებებზე, აუცილებელი გახდა ოჯახური ღირებულებების უფრო აქტიური მხარდაჭერა და მათი წარმოჩენა, როგორც დიდი სიწმინდის. 

ადამიანი ღმერთმა დასაბამიდანვე შექმნა, როგორც ოჯახი, ამდენად ოჯახი არის ყოფიერების ის ფორმა, რომელიც თავად ღვთისაგან მოგვეცა. სწორედ ამიტომ ვუწოდებთ ოჯახს სიწმინდეს. როგორც იცით, ადამიანი ღმერთმა შექმნა თავის ხატად და მსგავსად. წმინდა მამების ნაწილი ამბობს, რომ სწორედ ოჯახი არის ყოვლადწმინდა სამების ხატების ერთ-ერთი გამოვლინება ადამიანში. როგორც ღმერთს აქვს ერთი ბუნება და სამი ჰიპოსტასი, ასევე ოჯახსაც აქვს სამი ჰიპოსტასი – მამაკაცის ჰიპოსტასი, ქალის ჰიპოსტასი და ბავშვის ჰიპოსტასი, ადამიანი მოწოდებულია, ყოვლადწმინდა სამების მსგავსად იცხოვროს სიყვარულში. ოჯახში უკავშირდება ერთმანეთს სხვადასხვა თაობა. უფროსი თაობისგან უმცროს თაობას გადაეცემა სულიერი და კულტურული გამოცდილება.

მხოლოდ სიყვარულს შეუძლია წარმოქმნას ადამიანებში თანხმობის და ერთსულოვნების განწყობა, როდესაც არის სიყვარული მაშინ მოქმედებს ღვთის მადლიც და ნებისმიერი უთანხმოების დაძლევა შეიძლება, ხოლო, როდესაც არ არის სიყვარული მაშინ არც ღვთის შეწევნაც არ არის და პატარა უთანხმოებამაც შეიძლება გამოიწვიოს დიდი მტრობა და უთანხმოება, სწორედ ამიტომ აქვს სიყვარულს ამხელა მნიშვნელობა და სიყვარულის მთავარი სკოლა არის ოჯახი.

მძიმე ცოდვა ცხადდება სიკეთედ, მეტიც, ღირსეულ ქმედებად, ღირსებად და ადამიანის ქცევის ერთ-ერთ ნორმალურ გამოვლინებად. ეს შედეგად იწვევს ერების დემოგრაფიულ კლებას, ოჯახის განადგურებას. ჩვენ ვხედავთ ამ ტენდენციების საქართველოში გადმოტანის მაგალითებსაც და სურვილს. ამის ნათელი დასტურია ის დიდი წინააღმდეგობა, რომელიც შეხვდა ჩვენი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტს ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ, რომელიც გულისხმობს სოდომური ცოდვის პროპაგანდის აკრძალვას მოზარდებსა და ბავშვებში.

თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ჩვენი ბავშვები ამ მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარების მიერ შეფასდა, როგორ შეტევა თავისუფალ საზოგადოებაზე. იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში არ დავუშვათ ასეთი გაუკუღმართებული აზროვნების დამკვიდრება, აუცილებლად უნდა მივიღოთ კანონი, მეტიც, არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ოჯახური ღირებულებების დაცვა, მათზე ზრუნვა და აღორძინება უნდა გახდეს ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი და მიმართულება", – განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ.

მსგავსი სიახლეები