პაატა მანჯგალაძე - უდიდესი შეთქმულება აქვს ჩაფიქრებული ივანიშვილს რუსული კანონის მიღებით და მისი ნეგატიური შედეგები ყველას შეეხება

უდიდესი შეთქმულება აქვს ჩაფიქრებული ივანიშვილს რუსული კანონის მიღებით და მისი ნეგატიური შედეგები ყველას შეეხება და ყველაფერზე აისახება. ნუ ვიფიქრებთ, რომ მხოლოდ უცხოურ დაფინანსებას შეეხება, ეს შეეხება ყველას, - ამის შესახებ პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ კანონით ქვეყანაში არ შემოვა ევროპული და ამერიკული ინვესტიციები და უფრო მეტ ადამიანს მოუწევს საქართველოდან წასვლა.

"უდიდესი შეთქმულება აქვს ჩაფიქრებული ივანიშვილს რუსული კანონის მიღებით და მისი ნეგატიური შედეგები ყველას შეეხება და ყველაფერზე აისახება. ნუ ვიფიქრებთ, რომ მხოლოდ უცხოურ დაფინანსებას შეეხება, ეს შეეხება ყველას. ქვეყანაში არ შემოვა ევროპული და ამერიკული ინვესტიციები და უფრო მეტ ადამიანს მოუწევს საქართველოდან წასვლა. სწორედ ძლიერი, განვითარებული საქართველო არის ოჯახების ერთიანობის მთავარი გარანტორი და წინა რიგებში ყელმოღერება თანამდებობის პირების მხრიდან დიდი სანთლებით, სულაც არ ნიშნავს რომ ამით ქართული ოჯახების გაძლიერებას ემსახურებიან. 

ფარისევლობა და მავნებლობა იქნება თუკი ვინმე გაბედავს და იტყვის, რომ ოჯახის სიძლიერის, ოჯახის ერთიანობის ღირებულებები და ერთთვიან საპროტესტო აქციაზე მყოფი ადამიანების მოთხოვნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. პირიქით, ისინი ავსებენ ერთმანეთს, რადგან მხოლოდ ეკონომიკურად ძლიერ საქართველოში არის შესაძლებელი ოჯახების ერთიანობის შენარჩუნება, როცა ლუკმა პურისთვის არ მოუწევს ცოლს, დედას ან მამას საქართველოდან გაქცევა", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები