უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 491 080 (+1210) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 18.05.24-მდე: ტანკები - 7560 (+13), ჯავშანტექნიკა - 14 595 (+43), საარტილერიო სისტემები - 12 639 (+36), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 1071 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 801 (+1), თვითმფრინავები - 354 (+1), ვერტმფრენები - 326 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 10 108 (+35), ფრთოსანი რაკეტები - 2203 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 26 (+0). წყალქვეშა ნავები - 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 17 169 (+65), სპეციალური ტექნიკა - 2075 (+6).
რუსეთმა ბოლო პერიოდში ხარკოვის ოლქზე თავდასხმის მცდელობები გააძლიერა. სწორედ ამიტომ ბოლო დღეებში ოკუპანტების დანაკარგები გაიზარდა.