ზელენსკი - ჩვენმა ჯარისკაცებმა ამ კვირაში დაამტკიცეს, რომ რუსეთი გადაიხდის ყველაფრისთვის, რასაც აკეთებს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამ კვირაში ხარკოვის მიმართულებით მეტი თავდაჯერებულობის მოპოვება შეძლეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს ჯარისკაცს და უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებს, რომლებმაც ამ კვირაში დაამტკიცეს, რომ რუსეთის სახელმწიფო გადაიხდის ყველაფრისთვის, რასაც აკეთებს ჩვენი ხალხის, ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მან ასევე მადლობა გადაუხადა უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც აგრძელებენ საზღვრის დაცვას.

"მადლობას ვუხდი თითოეულ ჩვენს ჯარისკაცს, რომელმაც გამოიჩინა საკმარისი გამძლეობა და ჩვენ შევძელით მეტი თავდაჯერებულობის მოპოვება ამ კვირაში კერძოდ, ხარკოვის მიმართულებით. ოკუპანტი კარგავს ქვეითებს და აღჭურვილობას - საგრძნობლად კარგავს, თუმცა, ისევე როგორც 2022 წელს, მას ჩვენს მიწაზე სწრაფი წინსვლის იმედი ჰქონდა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

10 მაისიდან ხარკოვის რეგიონში მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვის გარღვევა სცადეს.

მათ ვერ მიაღწიეს მნიშვნელოვან წარმატებას, თუმცა დაიკავეს რამდენიმე დასახლება "ნაცრისფერ ზონაში".

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა რეგიონში საბრძოლო ზონა კიდევ 70 კილომეტრით გააფართოვა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები