საოკუპაციო ძალების მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 8 წელი გავიდა

საოკუპაციო ძალების მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 8 წელი გავიდა. 2016 წლის 19 მაისს 30 წლის გიგა ოთხოზორია საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი-ოღლიმ მოკლა. 

2017 წლის 7 მარტის ქუთაისის სასამართლომ რაშის კანჯი-ოღლი გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენისა და ტარებისთვის დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 14 წლით  აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ის ამ დრომდე დაუსჯელია. 

საქართველომ რაშიდ კანჯი ოღლი საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადა. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება რაშიდ კანჯი-ოღლის საქართველოს ხელისუფლებისთვის გადაცემაზე უარს აცხადებს.

2023 წელს სტრასბურგის სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. სასამართლომ რუსეთს მოკლულის ოჯახისთვის არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 130 000 ევროს კომპენსაციის გადახდა, ხოლო ხარჯების ასანაზღაურებლად 9 265 ევროს გადახდა დააკისრა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები