ზელენსკი - ოკუპანტი თავის მიზანს ვერ აღწევს

რუსეთის ფედერაცია ვერ ასრულებს ამოცანას, რაც ხარკოვის რეგიონში შეტევის გააქტიურების მთავარი მიზეზი იყო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის დამცველები საკმაოდ ეფექტურად ანადგურებენ ოკუპანტს დონეცკის მიმართულებით - კერძოდ, ქალაქ ჩასივ-იარის რაიონებში.

"ფაქტობრივად, ოკუპანტი ვერ აღწევს თავის მიზანს - გატეხოს ჩვენი ძალები და ამით დაასუსტოს უკრაინა ფართო ფრონტზე ხარკოვიდან დონეცკის რაიონებამდე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

10 მაისს რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის მიმართულებით სამხედრო ოპერაციების გააქტიურება დაიწყეს. რუსმა სამხედროებმა ჯერ უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვის ხაზის გარღვევა, შემდეგ კი დონეცკის რეგიონის მიმართ აქტიური საბრძოლო მოქმედებების ხაზის გაფართოება სცადეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა მოახერხა რეგიონში საბრძოლო ზონის კიდევ 70 კილომეტრით გაფართოება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები