ირაკლი კობახიძე - გამჭვირვალობის კანონზე ახალგაზრდებთან დისკუსიის შეთავაზება ძალაში რჩება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ აცხადებს, რომ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ახალგაზრდებისთვის გაკეთებული შეთავაზება ძალაშია.

როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მის მიერ გაკეთებული შეთავაზების შემდეგ რადიკალების მხრიდან დაიწყო ახალგაზრდების ბულინგი.

"მე როგორც მოგეხსენებათ, ახალგაზრდებს შევთავაზე, რომ მონაწილეობა მიეღოთ საჯარო დისკუსიაში პირდაპირი ეთერის ფორმატში, თუმცა იმავე წამს რადიკალების მხრიდან დაიწყო ბულინგი ახალგაზრდების მიმართ და ამ პირობებში ვერც ერთმა ჯგუფმა ვერ გარისკა საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა, რაც ძალიან სამწუხაროა. რა თქმა უნდა, ჩემი შეთავაზება კვლავაც ძალაში რჩება და იმედი მაქვს, რომ ერთი ჯგუფი მაინც თავს დააღწევს ბულინგს და მონაწილეობას მიიღებს საჯარო დისკუსიაში ამ კანონთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები