თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების მონაწილეების პროცესები იმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეების სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. 

როგორც ცნობილია, სულ 54 მომიტინგის საქმეა ჩანიშნული და ყველა მათგანს ადმინისტრაციულ კანონდარღვევას, გზის ხელოვნურად გადაკეტვას  ედავებიან. 

თითოეულ მათგანს 500-ლარიანი ჯარიმა, ან 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრებათ.

ბრალდებულების უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მოცემულ საქმეში არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან სამართალდარღვევა არ ყოფილა.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ედავებიან გზის ხელოვნურად გადაკეტვას და მიტინგებისა და მანიფესტაციების კანონის დარღვევას.

მოცემულ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ალტერნატიული მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი, ეს არის ვიდეომტკიცებულება, რომელიც უტყუარად ადასტურებს, რომ არანაირ სამართალდარღვევას ადგილი არ აქვს და შესაბამისად, საქმე უნდა შეწყდეს", - განაცხადა ადვოკატმა მარიკა არევაძემ.

აღნიშნულ საქმეებს 3 მოსამართლე განიხილავს.

პროცესების პარალელურად, სასამართლოს ეზოში აქტივისტები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებიან. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები