საქართველო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის იბრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაღუპვის გამო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.
"ჩვენი ფიქრები ახლა ირანელ ხალხთანაა“, - წერს კობახიძე.
ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი 19 მაისს ჩამოვარდა, ბორტზე მყოფი ცხრავე ადამიანი დაიღუპა.