დავით ქაცარავა - ჩანს კვალი, როგორ მახრჩობდნენ ე.წ. სპეცრაზმელები, იყო მცდელობა ჩემი გაგუდვის

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ხელმძღვანელმა დავით ქაცარავამ, რომელიც 14 მაისს აქციაზე დააკავეს და სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ინგოროყვას სახელობის კლინიკა დატოვა.

"ძალიან მძიმე ფორმით არის ტვინის შერყევა და საკმაოდ მიჭირს როგორც გადაადგილება, ასევე რაიმე სახის აქტივობა და უნდა დავემორჩილო იმ მკურნალობას, რომელიც დანიშნული მაქვს. გარკვეული პერიოდი წოლითი რეჟიმი მექნება დანიშნული. ახლა აქედან პირდაპირ მივდივართ ექსპერტიზაზე, რომ ჩატარდეს სამხარაულის ბიუროში ექსპერტიზა, შემდეგ იქიდან სახლში და მაქსიმალურად გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დავუბრუნდე საოკუპაციო ხაზს, დავუბრუნდე პროტესტს ქუჩაში, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, ახლა რაც ხდება საქართველოში, ეს არის ეგზისტენციალური ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.

ჩანს კვალი, როგორ მახრჩობდნენ ე.წ. სპეცრაზმელები, იმიტომ რომ მათ სპეცრაზმთან არანაირი კავშირი არ აქვთ, ისინი უბრალოდ ჯალათები არიან და იყო მცდელობა ჩემი გაგუდვის, რომელიც საკმაოდ ბრუტალური იყო და ეს ხდება იმ ბოლო ცემის დროს, როდესაც ყველაზე სასტიკად გამისწორდნენ ეს ჯალათები. ზოგადი მდგომარეობა არ არის მარტივი, მხედველობის პრობლემაც მაქვს", - განაცხადა ქაცარავამ.

მსგავსი სიახლეები