ლევან დავითაშვილი - ტერმინის "რუსული კანონის“ გამოყენება არასწორი და არაკორექტულია

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ტერმინის "რუსული კანონის“ გამოყენება არასწორი და არაკორექტულია და ეს არის „კლიშე“ და მიზანმიმართული მცდელობა, რომ ადგილობრივი თუ საერთაშორისო საზოგადოება შევიდეს შეცდომაში.

მისი თქმით, ოპოზიციას და პოლიტიკურ ძალებს შეჰყავთ შეცდომაში მოსახლეობა და ეს, შემდგომში, სამწუხაროდ, გაზიარებული იქნა რამდენიმე უცხოელი პოლიტიკოსის მხრიდან.

"როდესაც მასიურად ხდება ადამიანების არასწორი ინფორმირება, ტერმინის დამკვიდრება, ეს გამეორებული იქნა სხვადასხვა პოლიტიკოსის მიერ. თუმცა, სამწუხაროდ, არ იყო შინაარსზე მსჯელობა, მათ შორის, პრინციპულ განსხვავებებზე, რომელზეც პრემიერმა ისაუბრა ძალიან დეტალურად და ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვის ძალიან მკაფიოდ არის გასაგები“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე განცხადებით, კანონის „რუსულად“ მონათვლა იყო საზოგადოების, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული მცდელობა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები