პაატა მანჯგალაძე - ვეტოს დაძლევა პირდაპირ ნიშნავს, რომ მხარს უჭერთ თქვენი და თქვენი ოჯახების სანქცირებას

კიდევ ერთხელ ვამბობ, ვეტოს დაძლევა პირდაპირ ნიშნავს, რომ მხარს უჭერთ თქვენი და თქვენი ოჯახების სანქცირებას და მეორე - ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ არა ევროპასა და ამერიკას. ეს კი თქვენი ყველაზე დიდი რუსული საქმე და ლუსტრაცია იქნება, - ამის შესახებ პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" დეპუტატები სანქციებს ელიან, თუმცა ახლა იმის იმედი აქვთ, რომ ჯო ბაიდენის ნაცვლად დონალდ ტრამპი გახდება აშშ-ის პრეზიდენტი და ყველაფერი დალაგდება.

"მათ სამგზის თაღლითები დავარქვი. სანამ სამი მოსმენით მიიღებდით კანონპროექტს, თუ დისკუსია გინდოდათ, ვენეციის კომისიას ვერ დაელოდეთ? თუ ახალგაზრდებთან შეხვედრა გინდოდათ, რაღა მესამე მოსმენის მერე გაგახსენდათ ახალგაზრდები? ან თუ მოლაპარაკებები გინდოდათ, მეორე მოსმენის დროს ხომ გთავაზობდით მოლაპარაკებებს? თქვენ ხართ ფარისევლები და თაღლითები და კიდევ ერთხელ ვამბობ, ვეტოს დაძლევა პირდაპირ ნიშნავს, რომ მხარს უჭერთ თქვენი და თქვენი ოჯახების სანქცირებას და მეორე ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ არა ევროპასა და ამერიკას. ეს კი თქვენი ყველაზე დიდი რუსული საქმე და ლუსტრაცია იქნება.

დეპუტატები, მთავრობის წევრები და მოძალადე ძალოვნები ელოდებიან სანქცირებას, ახლა ავრცელებენ ლეგენდას, რომ ბაიდენი წავა და ტრამპი მოვა და ყველაფერი კარგად იქნება. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ჯო ვილსონი, რომლის ინიციატივაც სანქციებსაც ითვალისწინებს, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელია, ამიტომ არანაირ შეღავათებს არ უნდა მოელოდეთ", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები