პაატა მანჯგალაძე - იტყვიან, რომ ამ დასკვნაში არ არის დასაბუთება, არგუმენტები

დაიმახსოვრეთ, ხვალ იტყვიან, რომ ამ დასკვნაში არ არის დასაბუთება. ვენეციის კომისიას, რომელიც ყველაზე მაღალი სამართლებრივი შეფასების ორგანოა ევროპაში, მასაც კი ასწავლის "ქართული ოცნება" თუ რა არის ევროპული და რა არა, - ამის შესახებ Front News-თან პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვენეციის კომისიასთან "ქართული ოცნება" ისეთივე უნდობლობას და უხეშობას გამოხატავს, როგორც ეს ამერიკის შეთავაზების შემთხვევაში გააკეთა.

"ეს კანონი არ შეესაბამება ევროპაში დადგენილ სტანდარტებს. ვენეციის დასკვნაში დეტალურად იქნება აღწერილი, თუ რა მიზეზით არ შეესაბამება ეს კანონი ევროპულს, თუმცა  "ქართული ოცნება" გააგრძელებს უხეშობას, რასაც აქამდეც აკეთებდა.

თქვენ იცით, რომ ამერიკის შეთავაზებას, საგარეო პოლიტიკას ამერიკის კონგრესი განსაზღვრავს ძირითადად და კონგრესს რაც უპასუხეს, დაახლოებით, იმავეს უპასუხებენ ვენეციის კომისიასაც. დაიმახსოვრეთ, აი, ხვალ, იტყვიან, რომ ამ დასკვნაში არ არის დასაბუთება, არგუმენტები. 

ვენეციის კომისიას, რომელიც ყველაზე მაღალი სამართლებრივი შეფასების ორგანოა ევროპაში, მასაც კი ასწავლის "ქართული ოცნება" თუ რა არის ევროპული და რა არა. 

თუ ეს კანონი საბოლოოდ დამტკიცდა და ვეტოც დაძლიეს, ქვეყანაში შეჩერდება ევროინტეგრაციის პროცესი, გაიყინება ამერიკასთან ურთიერთობა, საკუთარი თავისთვის მიიღებენ სანქციებს და კმაყოფილი დარჩება რუსეთი", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ვენეციის კომისიამ  "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონთან" დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, კანონის არსებული ვერსია არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

დოკუმენტში ვენეციის კომისია ხაზს უსვამს სამოქალაქო ორგანიზაციების სტიგმატიზაციის რისკს და გაერთიანებების უფლებისა და თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეს. 

"ვენეციის კომისიის კატეგორიული რჩევაა, კანონის ამჟამინდელი ფორმით გაუქმება, რადგან მისი ფუნდამენტური ხარვეზები გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებზე, კონფიდენციალურობის უფლებებზე, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლებებზე და ასევე დისკრიმინაციის აკრძალვაზე.

საბოლოო ჯამში, ეს გავლენას მოახდენს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმს და დემოკრატიაზე", - აღნიშნულია დოკუმენტში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები