ეკა გიგაური - არცერთი აბზაცი და არცერთი სიტყვა არ არსებობს ამ კანონში, რომელიც არ გააკრიტიკა ვენეციის კომისიამ

კობახიძეს და პაპუაშვილს, რომლებსაც თავი მოაქვთ, რომ არიან იურისტები, ვენეციის კომისიამ უთხრათ - დასხედით, ორიანები.  ყველაფერზე არის კრიტიკა ვენეციის კომისიის დასკვნაში, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა. 

მისივე თქმით, "ქართულ ოცნებაში" იციან, რომ თავიანთი ქმედებების გამო სანქციები არ ასცდებათ.

"ძალიან მარტივად, რომ ვთქვათ, კობახიძეს და პაპუაშვილს, რომლებსაც თავი მოაქვთ, რომ არიან იურისტები, ვენეციის კომისიამ უთხრათ - დასხედით, ორიანები.  

ყველაფერზე არის კრიტიკა ვენეციის კომისიის დასკვნაში - ფორმებზე, მიზანზე, რა პროცესით მიიღეს. არცერთი აბზაცი და არცერთი სიტყვა არ არსებობს ამ კანონში, რომელიც არ გააკრიტიკა ვენეციის კომისიამ. 

ამერიკაც და ევროპაც გვეუბნება, რომ თქვენ გექნებათ ყველაფერი, მათ შორის უვიზო მიმოსვლა, ეკონომიკაში ბევრი ინვესტიციები  და ასე შემდეგ, მაგრამ თუ თქვენ წახვალთ სხვა მიმართულებით, არ იქნებით ჩვენი პარტნიორი და იქნებით რუსეთის პარტნიორი, ჩვენ ამ ყველაფერს ვერ გაგიკეთებთ. ანუ, ან გვექნება ყველაფერი, ან - არაფერი და რუსეთი, საბოლოოდ კი რუსეთის ნაწილი გავხდებით.

"ქართულ ოცნებაში, ვინც გათვითცნობიერებულია, ძალიან კარგად ხვდება, რომ სანქციები არ ასცდებათ. ახლა მათთვის ვითარება არის ძალიან სერიოზული", - განაცხადა ეკა გიგაურმა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები