თინა ბოკუჩავა - ერთიანი სია "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად იმარჯვებს, ამას აჩვენებს, მათ შორის, კვლევები

მაქვს ინფორმაცია, რომ მათ შორის "ლელოს" მიერ ჩატარებული შიდა კვლევების მიხედვით, ერთიანი სია, რომელშიც შედის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", იმარჯვებს, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ოპოზიცია თვალს ვერ გაუსწორებს არსებულ გამოწვევებს, ყველა მათგანი იქნება პასუხისმგებელი იმაზე, რაც შეიძლება არჩევნების შემდეგ მოხდეს.

"საქართველო დგას გზაგასაყარზე. როდესაც ივანიშვილმა მისცა გამოწვევა ჩვენს ქვეყანას, თითოეულ მოქალაქეს, რომ ეს არის რეფერენდუმი ჩვენი ქვეყნის მომავალზე. ერთ მხარეს არის რუსეთი და ღიად პრორუსული, ავტოკრატიული ივანიშვილის მთავრობა და მეორე მხარეს არის ევროპული პერსპექტივა. ჩვენ ახლა, როგორც ოპოზიცია ან მივიღებთ ამ რეფერენდუმის გამოწვევას და შესაბამისად, ვუპასუხებთ რეფერენდუმის პირობებითვე, ანუ, მივცემთ საქართველოს მოსახლეობას მკაფიო არჩევანს და დიახ, ორობით არჩევანს, ერთის მხრივ ავტოკრატიული პრორუსული ივანიშვილი და მეორეს მხრივ, პროდასავლური, დემოკრატიული, გაერთიანებული ოპოზიცია, ან ჩვენ ამ გამოწვევას ვერ გავუსწორებთ თვალს და შესაბამისად, ჩემი აზრით, თითოეული ჩვენგანი იქნება პასუხისმგებელი იმაზე, რაც შეიძლება მოხდეს არჩევნების შემდეგ.

სხვადასხვა კვლევები არსებობს მათ შორის, იცით, IRI, NDI, Edison-ის კვლევები, მაგრამ ამავდროულად არსებობს შიდაპარტიული კვლევებიც და მე მაქვს ინფორმაცია, რომ მათ შორის "ლელოს" მიერ ჩატარებული შიდა კვლევების მიხედვით, ერთიანი სია, რომელშიც შედის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", იმარჯვებს. "ენმ"  ყოველთვის იყო, არის და იქნება ამ მოცემულობაში ერთიანი სიის მომხრე, ერთიანი სია "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად იმარჯვებს. ამგვარი სია ამარცხებს ივანიშვილის ხელისუფლებას, ამგვარი სია იღებს უმრავლესობას და ამას აჩვენებს, მათ შორის, კვლევები", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები