გიორგი ვაშაძე - ყველა ტიპის მანიპულაციის შესაძლებლობა დახურა ვენეციის კომისიამ

ერთადერთი, რაზეც აპელირებდა "ქართული ოცნება" ვენეციის კომისიის დასკვნა იყო, სწორედ ამიტომ ყველა ტიპის მანიპულაციის შესაძლებლობა დახურა ვენეციის კომისიამ, - ამის შესახებ პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ერთიანობის დროა, რათა საქართველო ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს.

"მთელი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ერთადერთი, რაზეც აპელირებდა "ქართული ოცნება" ვენეციის კომისიის დასკვნა იყო, სწორედ ამიტომ ყველა ტიპის მანიპულაციის შესაძლებლობა დახურა ვენეციის კომისიამ.

დეტალურად დასაბუთებული აქვს ვენეციის კომისიას, თუ რატომ არ შეიძლება ამ კანონის მიღება და რატომ ეწინააღმდეგება რუსული კანონი ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებს. მე ვფიქრობ საზოგადოებისთვის ნათელია, რომ არჩევანი კონკრეტულია, ეს კანონი შევა ძალაში? მაშინ "ქართული ოცნება" თავის თავს რუსეთის მხარეს დააყენებს. ეს კანონი შევა ძალაში? მაშინ საქართველო შეაჩერებს ევროინტეგრაციის გზაზე სვლას. 

ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, უნდა დავაბრუნოთ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე. ძალიან ახლოსაა ის დიდი სიკეთეები, რომელიც შეიძლება ჩვენ მივიღოთ, ასე მკაფიო ეს არ ყოფილა არასდროს. ამიტომ სჭირდება პოლიტიკურ სპექტრს და საზოგადოებას ერთიანობა, ახლა საქართველოს გადარჩენისა და ქვეყნის ამ კლანჭებიდან დახსნის დროა, იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირის ღირსეული წევრი გახდეს.

"ქართული ოცნების" დეპუტატებს მივმართავ, მთავარი სანქციები გემუქრებათ ქართველი ხალხისგან. ჩვენ მივალთ სესიაზე ვეტოს დაძლევის მომენტში და ჩვენ ჩვენსა და ქართველი ხალხის პოზიციას კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები